საქართველო OECD-ის შეფასებაში „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი - 2024" კვლავაც ლიდერია

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) შეფასების „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი - 2024" (SME Policy Index - 2024) მე-4 რაუნდის შედეგებით, საქართველო კვლავ ლიდერია და რეიტინგის 12 მიმართულებიდან 11-ში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, პირველ პოზიციას იკავებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კვლევის პრეზენტაცია 13 დეკემბერს საფრანგეთის ქალაქ პარიზში OECD-ის ევრაზიის კვირეულის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოს დელეგაცია დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის ხელმძღვანელობით. კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში, ასევე, მონაწილეობენ სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ცისნამი საბაძე, როგორც საქართველოს მხრიდან OECD-ის აღნიშნული შეფასების ეროვნული კოორდინატორი და სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი.

„ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის კვლევა „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი-2024," რომელიც უკვე მეოთხედ მომზადდა, აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნებს აფასებს მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდამჭერი პოლიტიკის „ევროპის მცირე ბიზნესის აქტთან" (Small Business Act for Europe) და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობის თვალსაზრისით.

OECD „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსის" შეფასებას 4 წელიწადში ერთხელ ახორციელებს და კვლევა ქვეყნებს აფასებს ისეთი 5 მნიშვნელოვანი სფეროს მიხედვით, როგორიცაა: პასუხისმგებლიანი მთავრობა; სამეწარმეო ადამიანური კაპიტალი; ფინანსებზე ხელმისაწვდომობა; ბაზარზე წვდომა; ინოვაციები და ბიზნესის ხელშეწყობა.

აღნიშნული, თავის მხრივ, მოიცავს 12 მიმართულებას, რომელთაგან ჩვენი ქვეყანა ლიდერობს 11 მიმართულებით. 2024 წლის მიმოხილვაში საქართველო საუკეთესო იყო შემდეგი მიმართულებით:

ინსტიტუციური და მარეგულირებელი ჩარჩო; ოპერაციული გარემო; გადახდისუუნარობა და მეორე შანსი; სამეწარმეო სწავლება და ქალთა მეწარმეობა; მცირე და საშუალო მეწარმეობის უნარები; ფინანსებზე ხელმისაწვდომობა; სახელმწიფო შესყიდვები; სტანდარტები და ტექნიკური რეგულაციები; მცირე და საშუალო მეწარმეობის ინტერნაციონალიზაცია; ბიზნესის ხელშემწყობი სერვისები; ინოვაციური პოლიტიკა.

OECD-ის შეფასებაში „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი - 2024" აღნიშნულია, რომ პოსტ COVID-ის სწრაფი ეკონომიკური აღდგენით, გლობალურად არის აღიარებული საქართველოს მაღალი სტანდარტების მარეგულირებელი და ბიზნესგარემო. საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოები სარგებლობენ შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის მარტივი რეგისტრაციით, ელექტრონული მმართველობის სერვისების გაფართოებით, ფინანსებზე გამარტივებული წვდომით და RIA-ს უფრო სისტემური გამოყენებით", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა