მამუკა მდინარაძე - სტატუსთან დაკავშირებით მოლოდინი არის მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური, თეორიულად თუ შეიძლება დავუშვათ რაიმე სხვაგვარი გადაწყვეტილება, ეს შეიძლება იყოს ვადის ამბავი

სტატუსთან დაკავშირებით მოლოდინი არის მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური, თეორიულად თუ შეიძლება დავუშვათ რაიმე სხვაგვარი გადაწყვეტილება, ეს შეიძლება იყოს ვადის ამბავი, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ამასთან მდინარაძე აღნიშნავს, რომ უნგრეთი საქართველოს განსაკუთრებით უჭერს მხარს.

"მოლოდინი არის მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური. თეორიულად თუ შეიძლება დავუშვათ რაიმე სხვაგვარი გადაწყვეტილება, ხაზგასმით, მხოლოდ თეორიაში, ეს შეიძლება იყოს ვადის ამბავი, მაგრამ კანდიდატის სტატუსს ბუნებრივია, ვერანაირი საფრთხე ვერ დაემუქრება.

უნგრეთზე როცა აპელირებენ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ქვეყანა და მისი ლიდერი არა თუ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ხელის შემშლელად შეიძლება მოგვევლინონ, არამედ ისინი ლობიზმის დონემდე ატანილი მხარდაჭერით ცდილობენ საქართველოს დაეხმარონ ამ გზაზე. შეიძლება იმ დონეზე არა, როგორც ამას უნგრეთი გამოხატავს, მაგრამ, ასევე, არიან სხვა ქვეყნები საბედნიეროდ განწყობილი და როგორც იქნა სამართლიან გადაწყვეტილებას ველოდებით. შარშან იყო უსამართლო გადაწყვეტილება, ესეც უნდა აღინიშნოს", - განაცხადა მდინარაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე