მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის ინიცირებულ კამპანიას "ჩემი ხმა ევროპას" შეუერთდა და პეტიციას ხელი მოაწერა

დავესწრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით მოწვეულ ღონისძიებას და მაქვს პატივი მივიტანო პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი პეტიცია - „ჩემი ხმა ევროპას“! , - განაცხადა საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.

თინა ბოკუჩავას მტკიცებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ყველაზე მაღლა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ევროპულ მომავალს აყენებს და ამიტომ, ხელს აწერს პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ ინიცირებულ პეტიციას.

„დავესწრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით მოწვეულ ღონისძიებას და მაქვს პატივი მივიტანო პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი პეტიცია - ჩემი ხმა ევროპას! მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი დღეს რუსული რეჟიმის ხელით პუტინის პირადი პატიმარია და ის უსამართლო და უკანონო ტყვეობაში იმყოფება, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეუძლია საპრეზიდენტო შეწყალების დისკრეციული უფლების გამოყენებით დაასრულოს ეს ისტორიული უსამართლობა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც პირველმა აღმართა ევროპული დროშა და რომელიც პირადად ყველაზე დიდი წვლილი აქვს ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციაში, ყველაზე მაღლა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს აყენებს და ამიტომ, ხელს აწერს პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ ინიცირებულ პეტიციას, რომელიც მიზნად ისახავს კიდევ ერთხელ გააგონოს ევროპას საქართველოს მოქალაქეების ხმა. ქვეყანაში გაბატონებული რუსული ოცნების მარიონეტები ბოიკოტს უცხადებენ ღონისძიებას, პუტინის საამებლად დატყვევებულ მესამე პრეზიდენტს კი მაინც ვერ უზღუდავენ თავისუფლებას და ვერ ახშობენ მის ხმას საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად. პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება ყველგან, სადაც საქართველოს ეროვნული ინტერესია, პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება ყველგან, სადაც საქართველოს ევროპული მომავალია“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო