რაჟდენ კუპრაშვილი ტაჯიკეთის სახელმწიფო ფინანსური კონტროლისა და კორუფციასთან ბრძოლის სააგენტოს გენერალურ დირექტორს შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი, ქალაქ ატლანტაში, ტაჯიკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ფინანსური კონტროლისა და კორუფციასთან ბრძოლის სააგენტოს გენერალურ დირექტორს სულტუნზოდა სულაიმონ საიდს შეხვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა კორუფციასთან ბრძოლის კუთხით არსებული გამოწვევები და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.

„როგორც ტაჯიკეთის რესპუბლიკის მხარემ აღნიშნა, საქართველო რეგიონში „კორუფციის დაბალი დონით" პირველ ადგილს იკავებს, შესაბამისად მათთვის საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს მხრიდან გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.

მხარეები სამომავლო თანამშრომლობის მიზნით სამუშაო ვიზიტსა და მემორანდუმის გაფორმებაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე თამთა კაჭკაჭიშვილი, ანტიკორუფციული ბიუროს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ბესიკ ვეკუა, ანტიკორუფციული ბიუროს იურისტი გიორგი ბაღდავაძე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - რიგითი მოქალაქეების პოლიტიკურ ხაფანგში აღმოჩენაზე მთავარ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ ვაკისრებ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლისთვის გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს