რაჟდენ კუპრაშვილი ლიეტუვის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დირექტორს ლინას პერნავას შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი, კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის წევრ სახელმწიფოთა მეათე კონფერენციის (UNCAC COSP) ფარგლებში, ლიეტუვის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის (STT) დირექტორს ლინას პერნავას შეხვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლიეტუვის რესპუბლიკა საერთაშორისო პარტნიორთაგან ერთ-ერთია, რომელთანაც საქართველოს ანტიკორუფციული ბიურო აქტიურად თანამშრომლობს.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლის შესახებ ისაუბრეს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!