ანონსი  14 დეკემბერი

14 დეკემბერს, 10:30 საათზე, თბილისის მერიასთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა, დიდი დიღმის მცხოვრებლებთან ერთად ბრიფინგს გამართავს.

თემა: დიდ დიღომში სკვერის ნაცვლად მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება.

მის: ჟიული შარტავას #7

საკ: თეა გოჩიტაშვილი - 599 880 908

14 დეკემბერს, 10:30 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი

(B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

14 დეკემბერს, 10:30 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

(C კორპუსი, V სართული)

14 დეკემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N616

(C კორპუსი, VI სართული)

14 დეკემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N239

(C კორპუსი, II სართული)

13 დეკემბერს, 11:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, იმერეთის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარე თემურ ცამციშვილი და კოლეჯ „მედიკფორტეს“ დირექტორი იზა დიაკვნიშვილი, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

თემა: პარტია ადგილობრივ თვითმმართველობას საკუთრების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებაში ადანაშაულებს, პროკურატურას კი გამოძიების ხელოვნურად გაჭიანურებაში და მერიის მაღალჩინოსნებზე ხელის დაფარებაში.

მის: ქუთაისი, გრიგოლ აბაშიძის 20 (პროკურატურის შენობა)

საკონტაქტო: თემურ ცამციშვილი - 595114504

14 დეკემბერს, 11:30 საათზე, შარტავას ქ.#4-ში „მაკდონალდს საქართველო“ ახალ რესტორანს გახსნის.

რესტორნის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას „მაკდონალდს საქართველოს“ პრეზიდენტი თემურ ჭყონია, „მაკდონალდს საქართველოს“ გენერალური დირექტორი თენგიზ კაპანაძე, „მაკდონალდსის“ გულშემატკივრები და ერთგული მომხმარებლები დაესწრებიან.

საკონტაქტო პირი: ნატაშკა კიკაბიძე - 558 00 05 85

14 დეკემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის“ აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი შიოლაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „ტექინსპექტირების რეფორმის შედეგები და 2023 წლის მონაცემების შეჯამება: მიმართვიანობის მაჩვენებელი, დახარვეზებული მანქანების სტატისტიკა, როგორია გამონაბოლქვის გზებზე კონტროლის რეგულაციის გავლენა. ტექინსპექტირების ფასის შესაძლო გაზრდის საკითხი. რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებები“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

14 დეკემბერს, 11:30 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N518

(C კორპუსი, V სართული)

14 დეკემბერს, 11:30 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N439

(C კორპუსი, IV სართული)

14 დეკემბერს, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

14 დეკემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

14 დეკემბერს, 12:00 საათზე, „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ (CSRDG) მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციას გამართავს, რომელიც საქართველოში რძესა და რძის ნაწარმთან დაკავშირებულ უვნებლობის საფრთხეებსა და სახელმწიფო კონტროლს ეძღვნება.

მის: თავისუფლების მოედანი N. 4, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“

საკონტაქტო: ნათია მეტრეველი - 599 91 15 77

14 დეკემბერს, 15:00 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, ახალგაზრდული ფორუმი გაიმართება.

ფორუმს პოლიტიკოსები, ახალგაზრდული ორგანიზაციების ფრთის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და უცხოელი კოლეგები დაესწრებიან.

მის: რესპუბლიკის მოედანი #6 (რესპუბლიკა)

საკ: ირაკლი გაბისონია 555 60 26 34

14 დეკემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის ფარგლებში - „ფინანსებზე ხელმისაწვდომობა სოფლის მეურნეობის დარგში (კერძო ფინანსური ინსტიტუტების ჭრილში)" - მეორე ზეპირი მოსმენა გაიმართება.

მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი

(B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

14 დეკემბერს, 15:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ პრეზენტაცია - პერსპექტივების გააზრება: მოქალაქეთა და ბიზნესის დამოკიდებულებები ადგილობრივი მმართველობისა და სერვისების მიმართ გაიმართება.

ღონისძიებას გახსნიან USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი კევინ მაკლოკლინი, USAID-ის დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კორინ როთბლუმი, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაია.

14 დეკემბერს, 19:30 საათზე, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის 2023 წლის შემაჯამებელი ღონისძიება და საუკეთესო პარასპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.

მის: თელავის ქ.20

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი