ორბელიანების სასახლესთან „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აქციას -  „თავისუფლება მიშას“ მართავენ

“თავისუფლება მიშას”- ამ სლოგანით ორბელიანების სასახლესთან “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აქციას მართავენ.

პარალელურად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით შეხვედრას მართავს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და პოლიტიკოსებთან.

როგორც აქციაზე მყოფი პირები აცხადებენ, მნიშვნელოვანია აღნიშნული შეხვედრა თავისი დატვირთვით, თუმცა, ამავდროულად მნიშვნელოვანია გათავისუფლდეს პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

“დღეს შედგა საკმაოდ კარგი პოლიტიკური აქტი, სამი პრეზიდენტის გზავნილი ევროპელ მეგობრებს, თუმცა მნიშვნელოვანია საქართველოს არ ჰყავდეს პუტინის პირადი ტყვე. მიხეილ სააკაშვილმა პირველმა დაიწყო ევროპული რეფორმების გატარება ქვეყანაში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს თავისუფალი”, - აცხადებენ “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია