ორბელიანების სასახლეში კამპანიის „ჩემი ხმა ევროპას“ ფარგლებში დასკვნითი ღონისძიება მიმდინარეობს

ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიღებას მართავს.

ღონისძიება კამპანიის „ჩემი ხმა ევროპას“ დასკვნითი ნაწილია და პრეზიდენტი ევროკავშირის ქვეყნებიდან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კამპანიის ფარგლებში შეგროვილ ხელმოწერებს გადასცემს.

პრეზიდენტის სასახლეში იკრიბებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები, პოლიტიკოსები და ევროკავშირის 27 სახელმწიფოს ელჩები.

პრეზიდენტის განცხადებით, ღონისძიებაზე მიწვეული არიან საქართველოს ყველა ხელისუფლების წარმომადგენელი, პრემიერები და საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს ევროპისკენ სვლაში.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე დასწრებაზე უარი თქვეს "ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა.

მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „სალომე ზურაბიშვილის მიერ დადგმულ მასკარადში ხელისუფლება მონაწილეობას არ მიიღებს“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება