ნინო ლომჯარია - მიუხედავად იმისა, რომ აშკარად არსებობს პრობლემები და კიდევ უფრო რთულია ვითარება, ვიდრე გვეგონა, მოლოდინი, მაინც პოზიტიური მაქვს, იმედი მაქვს, ევროკავშირის სახელმწიფოები შეთანხმდებიან სწორ გადაწყვეტილებაზე

„საქართველოს ეროვნული ორბიტის“ დამფუძნებლის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ორბელიანების სასახლეში, სადაც პრეზიდენტი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და პოლიტიკოსებს ხვდება, მივიდა ზურაბიშვილის გზავნილების მოსასმენად.

მისივე თქმით, ღონისძიებაზე მიიწვიეს, როგორც ყოფილი თანამდებობის პირი.

„დღეს მომიწვიეს, როგორც ყოფილი თანამდებობის პირი და მოვედი ღონისძიებაზე დასასწრებად. როგორც მითხრეს შემაჯამებელი ღონისძიებაა იმ კამპანიის, რაც პრეზიდენტმა აწარმოა. მოვედი მისი გზავნილების მოსასმენად“, - განაცხადა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პოზიტიური მოლოდინი აქვს.

„პოზიტიური მოლოდინი მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებმა გამოაჩინა, რომ ამ პროცესში აშკარად არსებობს პრობლემები და კიდევ უფრო რთულია ვითარება, ვიდრე ცოტა ხნის წინ გვეგონა. მოლოდინი, მაინც პოზიტიური მაქვს, იმიტომ, რომ იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის სახელმწიფოები შეთანხმდებიან სწორ გადაწყვეტილებაზე, რაც იქნება მნიშვნელოვანი მათთვისაც და ჩვენი რეგიონისთვისაც“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე