თინა ბოკუჩავა - სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარია, რომლის უკანონო ტყვეობის დასრულების უფლებამოსილება თავად ზურაბიშვილს აქვს, მაგრამ ახლა ყველაფერზე მნიშვნელოვანია ევროპული მომავალი - „რუსული ოცნების“ გარდა ყველა უერთდება პეტიციას

„ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბიკუჩავამ ორბელიანების სასახლეში, სადაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კამპანია „ჩემი ხმა ევროპას“ ფარგლებში დასკვნით ღონისძიებას მართავს, მესამე პრეზიდენტის მიხელ სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი პეტიცია მიიტანა.

როგორც სასახლეში შესვლამდე ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული პეტიციით მიხეილ სააკაშვილი უერთდება კამპანიას “ჩვენი ხმა ევროპას” და გამოხატავს პოზიციას, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს.

ბოკუჩავას თქმით, აღნიშნულ პეტიციას ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გადასცემს.

“მე მაქვს დიდი პატივი პრეზიდენტ ზურაბიშვილს გადავცე პეტიცია, რომელსაც ხელს აწერს პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც იმყოფება უსამართლო და უკანონო ტყვეობაში. ის არის პუტინის პირადი პატიმარი, რომლის უკანონო ტყვეობის დასრულების უფლებამოსილება და შესაძლებლობა თავად პრეზიდენტ ზურაბიშვილს აქვს, მაგრამ პრეზიდენტი სააკაშვილისთვის ახლა ყველაფერზე მნიშვნელოვანია იქ, სადაც არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. ამიტომ, უერთდება ის ამ პეტიციას. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ყველა იყოს კონსოლიდირებული, ერთიანი და ეს ასეც არის. დღეს რუსული ოცნების გარდა ყველა უერთდება პეტიციას და ჩემთვის დიდი პატივია სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი პეტიცია “ჩემი ხმა ევროპას” გადავცე პრეზიდენტ ზურაბიშვილს. ამით ის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი", - განაცხადა ბიკუჩავამ.

კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი დაურთავს სააკაშვილის აღნიშნულ პეტიციას საქართველოს მოქალაქეების სხვა ხელმოწერებს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ბოკუჩავა პასუხობს, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ერთიანობა, კონსოლიდაცია და ყოველგვარ პიროვნულ განსხვავებებზე მაღლა ქვეყნის ეროვნული და ევროპული ინტერესის დაყენება.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი