ევროკომისიამ უნგრეთისთვის 10 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა

ევროპული საბჭოს სამიტამდე ევროკომისიამ უნგრეთისთვის 10 მილიარდი ევრო განბლოკა. ამის შესახებ განცხადებას ევროკომისია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, აქამდე უნგრეთისთვის განკუთვნილი ევროკავშირის სახსრების 10 მილიარდი ევრო ქვეყანაში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გაყინული იყო.

“დეტალური შეფასებისა და უნგრეთის მთავრობასთან აზრთა რამდენიმე გაცვლის შემდეგ ევროკომისია თვლის, რომ უნგრეთმა მიიღო ზომები, რომელთა შესრულების ვალდებულებაც აიღო, რათა ევროკომისიამ ჩათვალოს, რომ ძირითადი უფლებების შესახებ ევროკავშირის ქარტიის ჰორიზონტალური პირობა შესრულებულია ნაწილში, რომელიც სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას ეხება.

ეს ნიშნავს, რომ ერთსულოვნების პოლიტიკის დაფინანსების ნაწილი აღარ იქნება დაბლოკილი, შესაბამისად, უნგრეთს შეუძლია დაახლოებით 10.2 მილიარდი ევროს ოდენობის გადასახადებზე მოთხოვნა დაიწყოს”, - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

ამასთან, ევროკომისიის თქმით, ის ყურადღებით დააკვირდება უნგრეთის მიერ მიღებული ზომების შესრულებას და დროის ნებისმიერ მომენტში ევროკომისია თუ ჩათვლის, რომ პირობები აღარ სრულდება, მას კვლავ შეუძლია დაფინანსების დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა