ჯეიკ სალივანმა და საუდის არაბეთის პრინცმა ისრაელი-„ჰამასის“ კონფლიქტი განიხილეს

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრაზე ისრაელი - „ჰამასის“ კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები განიხილა, - ინფორმაციას CNN-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.

თეთრი სახლის ცნობით, ჯეიკ სალივანმა და საუდის არაბეთის პრინცმა რიგი ორმხრივი და რეგიონალური საკითხები განიხილეს, მათ შორის მიმდინარე მცდელობები ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობისთვის ახალი პირობების შესაქმნელად. მათ ასევე ისაუბრეს ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საკითხზე.

ცნობისათვის, ჯეიკ სალივანი ახლო აღმოსავლეთში იმყოფება, ის დღეს ისრაელში ჩავა, სადაც ქვეყნის ოფიციალურ პირებს შეხვდება.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება