„საქსტატი“ - გოგიტა თოდრაძე SIAP-ის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობს

„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი, გოგიტა თოდრაძე „აზიისა და წყნარი ოკეანის სტატისტიკის ინსტიტუტის“ (SIAP) მმართველი საბჭოს მეცხრამეტე სხდომაში და სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელთა კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც 13-15 დეკემბერს, კუალა- ლუმპურში (მალაიზია) იმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „აზიისა და წყნარი ოკეანის სტატისტიკის ინსტიტუტს“ (SIAP), თავისი წესდების შესაბამისად, ჰყავს მმართველი საბჭო, რომელიც შედგება იაპონიის მთავრობის მიერ დანიშნული წარმომადგენლებისგან და კომისიის მიერ არჩეული ESCAP-ის სხვა წევრი ქვეყნებისგან.

„საბჭოს შეხვედრა ყოველწლიურად იმართება, რომლის პარალელურად ტარდება სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელთა მაღალი დონის კონფერენცია და მასში მონაწილეობას იღებენ აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების სტატისტიკის სამსახურების ხელმძღვანელი პირები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენლები (UNSD, UNESCAP).

სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელთა მაღალი დონის კონფერენცია წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას სტატისტიკის სფეროში სტრატეგიული მიმართულებებისა და მიმდინარე მოვლენების განსახილველად. მიმდინარე კონფერენციის თემაა „ოფიციალური სტატისტიკის წარმოების ფუნდამენტური პრინციპები”, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს აღნიშნული მიმართულებით აქტიურ დიალოგსა და თანამშრომლობას.

კონფერენციის ფარგლებში საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ერთ-ერთ სესიას უხელმძღვანელებს, რომლის ფარგლებშიც გაეროს ოფიციალური სტატისტიკის ფუნდამენტური პრინციპების მნიშვნელობასა და მათი პრაქტიკაში განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრებს.

კონფერენციაზე მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი ქვეყნის გამოცდილება, ისაუბრონ არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე, გააცნონ გეგმები და სხვადასხვა მიმართულებით მიღწეული შედეგები”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა