ლაშა ფარულავა - კალაძის საცობებს ჩვენი თანამოქალაქეთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა ეწირება - საცობების წყარო სწორედ ურბანული კატასტროფაა

თბილისის მერის, კახა კალაძის კორუფციული ინტერესებს ჩვენი დედაქალაქი ეწირება, ამის ნათელი მაგალითია დიდი დიღომი, რომელიც ურბანულ კატასტროფად გადაიქცა. რეკრეაციულ ზონაში სკვერის ნაცვლად, კორპუსის აშენება იგეგმება და ამას უნდა, რომ თბილისის მერმა მწვანე აუნთოს, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ.

მისივე განცხადებით, ეს ყველაფერი მიუღებელია.

„დიდი დიღმის მცხოვრებლები თბილისის მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, იმასთან დაკავშირებით, რომ რეკრეაციულ ზონაში, დაპირებული სკვერის ნაცვლად, მრავალსართულიანი კორპუსის აშენება იგეგმება.

თბილისის მერის, კახა კალაძის კორუფციული ინტერესებს ჩვენი დედაქალაქი ეწირება, ამის ნათელი მაგალითია დიდი დიღომი, რომელიც ურბანულ კატასტროფად გადაიქცა. ისეთი გადაწყვეტილებებია მიღებული სამშენებლო საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს. იმის ნაცვლად, რომ ამას ადეკვატურად პასუხობდეს თბილისის მერია, პირიქით, რეკრეაციულ ზონაში სკვერის ნაცვლად, კორპუსის აშენება იგეგმება და ამას უნდა, რომ კახი კალაძემ მწვანე აუნთოს. ეს მიუღებელია, ამასთან დაკავშირებით მოქალაქეებმა ხელმოწერები შეაგროვეს და ითხოვენ, მერიამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღოს.

კალაძის საცობებს ჩვენი თანამოქალაქეთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა ეწირება. საცობების წყარო სწორედ ურბანული კატასტროფაა, ის სამშენებლო გადაწყვეტილებები და განაშენიანება, რომელიც სწორედ ღაზის სექტორად აქცევს ჩვენს დედაქალაქს. ნამდვილად, ჩვენი დედაქალაქი ევროპული ქალაქი უნდა იყოს, თუმცა ასეთი გადაწყვეტილებებით არა ევროპული ქალაქი, არამედ ღაზას სექტორს დაემსგავსა თბილისი“,- განაცხადა ლაშა ფარულავამ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა