პაატა მანჯგალაძე - ხალხის მოსმენა თუ გინდათ, გადით საცობებში და იქ გაიგებთ, რასაც ხელისუფლებაზე ფიქრობენ, მაგრამ არ უნდათ, ყური უნდა მიადონ კარს და ამაში ხარჯავენ ფულს - ამას დავარქვათ „ოცნების“ „ასინეთას პოლიტიკა“

ხალხის მოსმენა თუ გინდათ, გადით საცობები რომ არის ქალაქში და იქ გაიგებთ ყველაფერს, რასაც ხელისუფლებაზე ფიქრობენ, მაგრამ მაინც და მაინც ყური უნდა მიადონ კარებს და ამაში ხარჯავენ ფულს, - ამას დავარქვათ "ოცნების" „ასინეთას პოლიტიკა“, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, თანხები მიზნობრივად არ იხარჯება და ხელისუფლებამ პირველ რიგში ბავშვთა შიმშილის პრობლემას უნდა მიაქციოს ყურადღება, ამ მხრივ კი სკოლებში კვების დანერგვა იქნებოდა ადეკვატური ნაბიჯი.

"ქართული ოცნება" ამ 28 მილიარდს რომ დახარჯავს და გაფლანგავს, ამაში ეჭვი არავის ეპარება, ხალხისთვის რა გაკეთდება, ამაში ვაკრიტიკებთ. არ არსებობს იმაზე დიდი პრობლემა, ვიდრე არის ბავშვთა შიმშილი ქვეყანაში. ყოველი მესამე ბავშვი შიმშილობს სკოლაში. ორი წელია გამოსავალს ვთავაზობთ, არსებობს ლიეტუვური მოდელი, შვედური, ამერიკული... საუბარია იმაზე, რომ იყოს თანადაფინანსება, სოციალურად დაუცველების კვების უზრუნველყოფა, რძის პროგრამა, ხილის პროგრამა არსებობს, ვეუბნებით, რომ ამით დავიწყოთ. გვპასუხობენ, სურსათის უსაფრთხოებიდან გამომდინარე რძეს, ბოსტნეულს, ხილს ვერ შევიტანთო. რძე თუ ვერ შეგაქვს, ხილი და ბოსტნეული ვერ შეგაქვს სკოლაში, რა გინდა ხელისუფლებაში მაშინ.

რაც შეეხება სუს- ის დაფინანსების გაზრდას, ამას დავარქვათ "ქართული ოცნების" „ასინეთას პოლიტიკა“, რაში მდგომარეობს იცით - სად ერთი რომ გაიგონებს და სად ორი რომ გაიგონებსო. აქამდე გვისმენდა 1000- ზე მეტი ადამიანი, ახლა მოგვისმენს 2000. არადა ხალხის მოსმენა თუ გინდათ, გადით საცობები რომ არის ქალაქში და იქ გაიგებთ ყველაფერს, რასაც ხელისუფლებაზე ფიქრობენ, მაგრამ არ უნდათ. მაინც და მაინც ყური უნდა მიადონ კარებს და ამაში ხარჯავენ ფულს. საცობი რომ იყო გუშინ, ჩამოწეულ ფანჯრებში ვუსმენდი რასაც ფიქრობს ხალხი ხელისუფლებაზე და გავიდნენ და მოუსმინონ ხალხს,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა