ქეთევან მუმლაძე, „საქართველოს ბანკის“ გარემოს დაცვის და კლიმატის რისკის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გაეროს COP28 კონფერენციაში მონაწილეობდა

„საქართველოს ბანკი“, როგორც ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მწვანე ინიციატივების განხორციელებას და მდგრადი ეკონომიკის განვითარებას.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ მიმართულებით ფინანსური ინსტიტუტის გამოცდილების გასაზიარებლად, „საქართველოს ბანკის“ გარემოს დაცვის და კლიმატის რისკის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქეთევან მუმლაძე გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) წევრ მხარეთა 28-ე კონფერენციაში (COP28) იღებდა მონაწილეობას. კონფერენცია დუბაიში ჩატარდა, რომელსაც ვირტუალურ და ფიზიკურ სივრცეში 80,000-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა.

„ქეთევან მუმლაძემ საინვესტიციო კორპორაციის - Deutsche Investitions und Entwicklungsgesellschaft (DEG)-ის მიერ ორგანიზებულ პანელზე, სახელწოდებით „კერძო სექტორის და ფინანსური ინსტიტუტების მდგრადი და კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადი ნულოვან ემისიური ტრანფორმაცია“, „საქართველოს ბანკის“ მიერ შემუშავებული კლიმატის სამოქმედო სტრატეგიის შესახებ ისაუბრა.

სტრატეგიის თანახმად, ბანკის მისიაა, საკუთარი აქტივობებითა და ინიციატივებით ხელი შეუწყოს ქვეყნის მიერ კლიმატთან დაკავშირებული მიზნების შესრულებას. აღნიშნული დოკუმენტი 2022 წელს გამოქვეყნდა და დამტკიცდა.

სტრატეგიის ფარგლებში, „საქართველოს ბანკი“ იღებს ვალდებულებას, შეაფასოს და მართოს მომხმარებელთან დაკავშირებული კლიმატის რისკები, ხელი შეუწყოს დაბალემისიურ ეკონომიკაზე გადასვლას, შეამციროს საოპერაციო სათბურის აირები, გაზარდოს თანამშრომელთა ცნობიერება კლიმატის ცვლილების შესახებ და მხარი დაუჭიროს მათში ისეთი პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, რომელიც ხელს შეუწყობს კლიმატური ცვლილების გამოწვევებთან გამკლავებას.

ამასთან, პანელზე ქეთევან მუმლაძემ ისაუბრა „საქართველოს ბანკის“ მიერ DEG-ს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „მწვანე სესხების სწრაფი შეფასება“ ფარგლებში აღებული ვალდებულებების, განხორციელებული ინიციატივების შესახებ და განიხილა ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც კერძო სექტორსა და ფინანსურ ინსტიტუტებში ნულოვანი ემისიური ტრანსფორმაციის ხელშეწყობას განაპირობებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა