რატი ბრეგაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს მდივნის მოადგილესთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მდივნის მოადგილესთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ტოდ რობინსონთან პენიტენციურ და პრობაციის სფეროებში მიღწეული პროგრესი განიხილა. „რატი ბრეგაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს წარმომადგენლებს სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აშშ და, კერძოდ, INL უწყების მნიშვნელოვანი პარტნიორია.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში დანერგილ ისეთ ინოვაციურ პროექტებს, როგორიცაა: ციფრული უნივერსიტეტი, რე-მარკეტი, პრობბოქსი, სპორტის მართვის სისტემა, ევროპული ტიპის პირველი პენიტენციური დაწესებულება ლაითურში, ახალი სასწავლო ცენტრი სააკაძეში და სხვ.

რატი ბრეგაძემ ტოდ რობინსონს მადლობა გადაუხადა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში – „მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციები“ – INL-ის მიერ გაწეული მხარდაჭერისთვის.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ზალკალიანი და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს