ჯოზეფ ბორელი - გაფართოება არის ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკა - ძალიან მნიშვნელოვანია, სწორი გადაწყვეტილების მიღება

გაფართოება არის ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკა, ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია, სწორი გადაწყვეტილების მიღება, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ევროპული საბჭოს სამიტი იმართება.

მისი თქმით, ევროპულ საბჭოს დღეს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებული ბევრი საკითხი აქვს განსახილველი.

„არის გაფართოების საკითხი, დაფინანსების საკითხი, ასევე ომი უკრაინაში და ღაზაში არსებული სიტუაცია. ვფიქრობ, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა რაც შეიძლება უნდა გავაძლიეროთ, გაფართოების პერსპექტივიდან გამომდინარე, ასევე სამხედრო და ფინანსური დახმარების თვალსაზრისით. უკრაინის მიმართ მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს, რადგან ეს არ არის ომი მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ, არამედ ეს არის ომი ასევე ჩვენი უსაფრთხოების წინააღმდეგ. ჩვენი განხილვის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა გაფართოების საკითხს. გაფართოება არის ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკა. არის უფრო ძლიერი სტაბილურობის უნარი, რაც ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ უკრაინასთან, არამედ სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ბალკანეთის რეგიონსა და კავკასიაში. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილების მიღება“, - აღნიშნა ბორელმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში