თინა ბოკუჩავა - ზურაბიშვილის მიერ სააკაშვილის შეწყალება და ამ ისტორიული უსამართლობის დასრულება პოზიტიურად იქნება აღქმული მოქალაქეების მხრიდან, ეს იქნება მნიშვნელოვანი წვლილი ევროპული ინტეგრაციის გზაზე

როცა გვყავს ხელისუფლება, რომელიც ავრცელებს რუსულ პროპაგანდას, დგას რუსეთის აგენტებზე და ყველაფერს აკეთებს ევროპული გზის საბოტაჟისთვის, პრეზიდენტი ზურაბიშვილის მხრიდან პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალება და ამ ისტორიული უსამართლობის დასრულება პოზიტიურად იქნება აღქმული მოქალაქეების მხრიდან, ეს იქნება მნიშვნელოვანი წვლილი ევროპული ინტეგრაციის გზაზე,- ამის შესახებ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებით ეროვნულ და ევროპულ გადაწყვეტილებას მიიღებს. ბოკუჩავა აცხადებს, რომ ეს ხელს შეუწყობს დეპოლარიზაციასაც.

„მე ვერ გავაკეთებ პროგნოზს, ამის საფუძველი ნამდვილად არ გამაჩნია და არანაირი კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს, რასაც დაეყრდნობოდა ჩემი პროგნოზი. თუმცა, ფაქტია და ყველას კარგად გვესმის, იმედი მაქვს პრეზიდენტი ზურაბიშვილიც უფრო და უფრო აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ ახლა, როცა საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და უნდა გადავიდეს შემდეგ ეტაპზე ევროინტეგრაციის გზაზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა ევრორეკომენდაციის შესრულება, ხოლო დეპოლარიზაცია და პოლიტიკური პროცესის ნორმალიზაცია შეუძლებელია, როცა პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფება უსამართლო და უკანონო პოლიტიკურ პატიმრობაში. ზურაბიშვილის ეს ნაბიჯი აღქმული იქნება როგორც ეროვნული და ევროპული ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის ევროპული არჩევანის რეალიზებას ემსახურება,"- განაცხადა ბოკუჩავამ.

ინფორმაციისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არასდროს განუცხადებია და ის არ აკეთებს კომენტარს შეწყალებასთან დაკავშირებით, თუ არ ამბობს, რომ ვინმეს იწყალებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს