პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, რეგიონებს ახალი ავტობუსები გადაეცათ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს რეგიონებისთვის ახალი ავტობუსების შეძენა განხორციელდა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დღეიდან ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მოსახლეობას ახალი 51 ერთეული „ისუზუს“ ფირმის ავტობუსი მოემსახურება.

მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი ქალაქ რუსთავში რეგიონებისთვის ახალი სამგზავრო ავტობუსების გადაცემის ღონისძიებას დაესწრო.

„პროექტი ითვალისწინებს „ისუზუს“ ფირმის 154 ერთეული, 8-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვას, რომლებიც ქვეყნის 38 მუნიციპალიტეტში გადანაწილდება. ავტობუსები მოქალაქეების შიდა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტირებას მოემსახურება. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

ახალი, კომფორტული, EURO 5-ი სტანდარტის ავტობუსების შეძენით რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული შიდა სატრანსპორტო გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემა მოუგვარდება. გარდა ამისა, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები.

ახალ ავტობუსთა შესყიდვისთვის ბიუჯეტიდან 53 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერის გამარჯვებულმა კომპანიამ „ჯითი გრუპი“ 51 ერთეული ავტობუსი საქართველოში უკვე ჩამოიყვანა, პროცესი გრძელდება მიმდინარე წლის ბოლომდე, ავტობუსების ნაწილი კი ქვეყანაში 2024 წლის დასაწყისიდან ეტაპობრივად ჩამოვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც ლერი ბარნაბიშვილმა აღნიშნა, მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგიონის მუნიციპალიტეტების სპეციფიკიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, კვლავ გაგრძელდება ავტობუსების, ასევე მიკროავტობუსების შეძენა

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დღეიდან რეგიონების მოსახლეობას თანამედროვე, ევროპული სტანდარტის სამგზავრო ავტობუსები ეყოლება. ეს პროგრამა ემსახურება შიდა საქალაქთაშორისო მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენასა და შემდგომ განვითარებას, რისთვისაც როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო 53 მილიონი ლარი და შეძენილ იქნა ,,ისუზუს“ მარკის, EURO 5-ი სტანდარტის 154 ერთეული ახალი სამგზავრო ავტობუსები, რომლებიც ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. როგორც ხედავთ, 51 ერთეული ავტობუსი დღეს ადგილზეა და გაემგზავრება სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, დანარჩენი 20 კი თვის ბოლოს იქნება ადგილზე და ასევე გაიგზავნება ჩვენს რეგიონებში. 2024 წლის თებერვლის ბოლომდე დასრულდება ავტობუსების ადგილზე ჩამოყვანა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ გადაწყვეტილებით ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნება ჩვენს რეგიონებში შიდა და საქალაქთაშორისო გადაადგილებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემა. პროგრამა ერთჯერადი არ არის, მთავრობის გადაწყვეტილებით რეგიონის მუნიციპალიტეტების სპეციფიკიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, კვლავ გაგრძელდება ავტობუსების, ასევე მიკროავტობუსების შეძენა. რეგიონების განვითარების ფარგლებში ამავდროულად შეძენილია ,,ივეკოს" ფირმის ნაგავმზიდები, რაშიც უკვე გადახდილია 33 მილიონ ლარზე მეტი“, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა.

გარდა ავტობუსებისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტებისთვის ასევე შეძენილია 90-მდე, 10 და 16-კუბიანი „ივეკოს“ ფირმის ნაგავმზიდები, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონში (სულ 49 მუნიციპალიტეტში) გადანაწილდება. ნაგავმზიდების შესყიდვა ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდა, რომლის ღირებულებაც 33 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს