უილიამ ტომპსონი - წარმატება, რომელსაც საქართველომ მიაღწია ბოლო წლების განმავლობაში, განპირობებულია სახელმწიფო უწყებების მიერ წარმოებული თანმიმდევრული პოლიტიკით

შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველო ისევ ლიდერია OECD-ის მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსის სიაში და ეს რამდენიმე წელია გრძელდება. 2020 წლის შემდეგ სახეზეა მთელი რიგი გაუმჯობესება და ვფიქრობ, ის უზარმაზარი წარმატება, რომელსაც საქართველომ მიაღწია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, განპირობებულია სახელმწიფო უწყებების მიერ წარმოებული თანმიმდევრული პოლიტიკით“ - ამის შესახებ OECD- ის გლობალური ურთიერთობისა და თანამშრომლობის ევრაზიის მიმართულების ხელმძღვანელმა, უილიამ ტომპსონმა განაცხადა.

მისი შეფასებით, მცირე და საშუალო მეწარმეების გაძლიერება უნდა დარჩეს საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებად.

„კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ საქართველო, ერთი კომპონენტის გარდა, ყველა მიმართულებით ლიდერია და ეს უპირველესი პრიორიტეტია. მეორე პრიორიტეტია დიგიტალიზაცია და საქართველო ამ თვალსაზრისით მრავალი მიმართულებითაა წარმატებული. მცირე და საშუალო მეწარმეების გაძლიერება უნდა დარჩეს მთავრობის პოლიტიკის მთავარ მიმართულებად. 2015 წლის შემდეგ ჩვენ მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ვხედავთ - წარმადობის საშუალო მაჩვენებელი 23%-ითაა გაზრდილი, თუმცა კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი წარმოების კიდევ უფრო გასაფართოებლად“ - აღნიშნა ტომპსონმა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 2024 წლის მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსის მიხედვით, საქართველო კვლავ ლიდერია და რეიტინგის 12 მიმართულებიდან 11-ში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, პირველ პოზიციას იკავებს. კვლევის პრეზენტაცია საფრანგეთის ქალაქ პარიზში OECD-ის ევრაზიის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილე საქართველოს დელეგაციას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი ხელმძღვანელობს.

OECD „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსის“ შეფასებას 4 წელიწადში ერთხელ ახორციელებს და ქვეყნებს აფასებს ისეთი 5 მნიშვნელოვანი სფეროს მიხედვით, როგორიცაა: პასუხისმგებლობიანი მთავრობა, სამეწარმეო ადამიანური კაპიტალი, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ბაზარზე წვდომა, ინოვაციები და ბიზნესის ხელშეწყობა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა