კახა კალაძე სააკაშვილის შეწყალებაზე - სალომე ზურაბიშვილს პრინციპული პოზიცია ჰქონდა, დღეს ამასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს - ვერაფერს გამოვრიცხავ

პრინციპული პოზიცია ჰქონდა, დღეს ამასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით.

კითხვაზე, სალომე ზურაბიშვილის განმარტება, რომ მას სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ განუცხადებია, ხომ არ ნიშნავს, რომ ის ამ საკითხზე დაფიქრდა და შეიწყალებს, კალაძე ასე პასუხობს: „მე არაფერს გამოვრიცხავ, ისეთ განცხადებებს აკეთებს და ისეთი დღის წესრიგი აქვთ, ყველაფერი მოსალოდნელია”.

„შესაბამისად, მას უნდა ჰკითხოთ ეს. პრინციპული პოზიცია ჰქონდა, დღეს ამასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს, ამიტომ უმჯობესი იქნება, ეს კითხვა მას დაუსვათ. ვერაფერს გამოვრიცხავ, თუმცა, ერთი რამ მინდა ვთქვა, თქვენ იცით, რომ სააკაშვილს რაღაც საკითხებთან დაკავშირებით მისჯილი აქვს, თუმცა, პროკურატურის განცხადება მოვისმინეთ, რომ სხვა საქმეებზეც მიდის გამოძიება, ასე რომ დაველოდოთ“, - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა, სალომე ზურაბიშვილი გადადგეს, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს და რა შანსები ექნება მას, კალაძე პასუხობს, რომ „მას რაღაც ცვლილება ნამდვილად არ შეუძლია დღევანდელ ქართულ პოლიტიკურ ვითარებაში, თუნდაც, ოპოზიციურ სპექტრში შემოიტანოს“.

„ის, თუ რას ამბობენ უცხოელები, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რას ამბობს ქვეყნის მოსახლეობა. ეს ყველა პოლიტიკოსმა და პოლიტიკურმა პარტიამ უნდა გაითვალისწინოს. როცა საქართველოში აკეთებ პოლიტიკას, პოლიტიკოსი გქვია, ამ სტატუსის მატარებელი ხარ, პოლიტიკური პარტია გყავს, რა თქმა უნდა, ადამიანმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ შენი ქვეყნის მოსახლეობაში მოიპოვო ავტორიტეტი და შენი ქვეყნის მოსახლეობის მხარდაჭერა გქონდეს, ეს არის რეალობა.

თქვენ გახსოვთ არჩევნები, რამდენად რთული გამოდგა ჩვენთვის, ისიც შემიძლია გითხრათ, იმდენად ნეგატიური განწყობა იყო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებში მის მიმართ, რომ ჩვენ მოგვიწია საარჩევნო ბანერებზე ჩვენი ფოტოსურათები ყოფილიყო განთავსებული, გარკვეული დისკომფორტი იყო, ცხადია. რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეიცვალა, სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს იმ რადიკალურ ფრთას, რომელიც პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ამ ქვეყნის მტერია და ამ ქვეყნის მომავალს, განვითარებას, მშვიდობის შენარჩუნებას ეწინააღმდეგება, ეს რით გამოიხატება? მათი ქმედებებით, მათი განცხადებებით. შენ თუ შენი ქვეყანა გიყვარს და შენი ქვეყნის მომავალი გიყვარს, თავი დავანებოთ ხელისუფლებასთან ურთიერთობას, საგარეო კურსზე ხომ ყველა ვთანხმდებით და ყველასთვის ხომ მნიშვნელოვანია ევროპა, ევროპული მომავალი, ევროინტეგრაცია. ეს შეიძლება დღეს და ხვალ არ მოხდეს, გარკვეული დრო სჭირდება, შენ რომ პოლიტიკოსი, პოლიტიკური პარტია გქვია, დარბიხარ ბრიუსელში და ყველაფერს აკეთებ, ქვეყანამ რომ სტატუსი არ მიიღოს, გქვია პრეზიდენტი, პრეზიდენტის სტატუსი გაქვს და პირდაპირ ამბობ, საქართველო არ იმსახურებდა სტატუსს, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის შეურაცხმყოფელია. ასეთი პოლიტიკოსების ადგილი იქნება იქ, სადაც ეს რადიკალური ოპოზიცია იმყოფება“, - განაცხადა კალაძემ.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა