დევიდ კამერონი - ექსტრემისტ ებრაელ ახალმოსახლეებს დიდი ბრიტანეთში შესვლა ეკრძალებათ

ექსტრემისტ ებრაელ ახალმოსახლეებს დიდი ბრიტანეთში შესვლა ეკრძალებათ, - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი ავრცელებს.

„ექსტრემისტი ახალმოსახლეები მშვიდობიანი პალესტინელი მოსახლეობის მიზანში ამოღებით, როგორც ისრაელის მოსახლეობის, ისე პალესტინელების უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უთხრიან ძირს. ისრაელმა ახალმოსახლეების ძალადობის შესაჩერებლად უფრო მკაცრი ზომები უნდა მიიღოს და დამნაშავეები პასუხისგებაში მისცეს.

ჩვენ იმ პირებს, რომლებიც ახალმოსახლეების ძალადობაზე არიან პასუხისმგებელნი, დიდ ბრიტანეთში შესვლას ვუკრძალავთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ქვეყანა იმ ადამიანების სახლს არ წარმოადგენს, რომლებიც ასეთ საშინელ ქმედებებს სჩადიან“, - წერს დევიდ კამერონი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).

შეგახსენებთ, გასულ კვირას მსგავსი აკრძალვა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც მიიღო.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს