ევროპარლამენტის პრეზიდენტი - ჩვენ ძალიან ახლოს ვართ საქართველოსთან, რა თქმა უნდა, გვაქვს კითხვები, მაგრამ თუ იქნება შემდეგი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა, როგორც კი პირობები შესრულდება, ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე

ევროპული პარლამენტის სახელით მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვართ ძალიან ახლოს საქართველოსთან, რა თქმა უნდა, გვაქვს კითხვები, მაგრამ თუ იქნება შემდეგი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა, როგორც კი პირობები შესრულდება, ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე, - ამის შესახებ ევროპული პარლამენტის თავმჯდომარემ რობერტა მეცოლამ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე „ინტერპრესნიუსის“ კითხვის პასუხად განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ახლა საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, რამდენად სწრაფად შეიძლება დაიწყოს მოლაპარაკება მის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, და როგორ შეასრულა ოფიციალურმა თბილისმა ევროკავშირის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციები.

როგორც რობერტა მეცოლამ აღნიშნა, ევროპარლამენტი ძალიან აქტიურად ადევნებს თვალს საქართველოს საკითხებს და როგორც კი რეკომენდაციები შესრულდება, დაიწყება შემდეგ ნაბიჯებზე მუშაობა.

„ჩვენ ვნახეთ ევროკომისიის რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ ევროკავშირის პირობები შეასრულა. არ შემიძლია წინასწარ იმის განსაზღვრა რა შეიძლება იყოს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, მაგრამ ევროპული პარლამენტის სახელით მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს, ჩვენ ვართ ძალიან ახლოს საქართველოსთან, ჩვენ ყოველთვის ხმამაღლა ვაცხადებდით მხარდაჭერის შესახებ. ჩვენ რა თქმა უნდა, გვაქვს კითხვები და ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს, მაგრამ თუ იქნება შემდეგი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა, როგორც კი პირობები შესრულდება, ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე“,- განაცხადა რობერტა მეცოლამ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია