ბექა დავითულიანი - სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის ციხეში ჯდომასთან დაკავშირებით პრობლემა არასოდეს ჰქონდა - უბრალოდ, თუ ციხიდან გაუშვებს, ეს მისი პოლიტიკური ტაქტიკა იქნება

სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის ციხეში ჯდომასთან დაკავშირებით პრობლემა არასოდეს ჰქონდა - უბრალოდ, თუ ციხიდან გაუშვებს, ეს მისი პოლიტიკური ტაქტიკა იქნება, - აღნიშნული შეფასება მედიასთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა გააკეთა.

დავითულიანის თქმით, ზურაბიშვილს იმედი არ აქვს, რომ საარჩევნოდ რაიმეს მიაღწევს და ამიტომ პროცესების რადიკალიზებას შეეცდება.

როგორც დავითულიანმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს დიდი პოლიტიკური პერსპექტივა არ ექნება, სააკაშვილის შეწყალებით კი, თავადვე დაზიანდება.

მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე სალომე ზურაბიშვილს ნათქვამი აქვს: - არა და არასოდეს! მაგრამ დღეს ზურაბიშვილს და მის გარშემო გაერთიანებულ რაღაც ჯგუფს არჩევნებზე წარდგენის ორი გზა აქვთ - ერთია ის, რომ სალომე ზურაბიშვილის გარშემო გაერთიანდეს „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასული სხვა რადიკალური ოპოზიციური ჯგუფები და არჩევნებზე ამ ფორმით წარსდგნენ ან პროცესების კიდევ უფრო მეტი რადიკალიზაცია მოახდინოს, საკუთარ განცხადებას გადააბიჯოს, მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს და წარმოაჩინოს, როგორც ოპოზიციის ლიდერი. ეს როგორ უნდა გამოვიდეს, როცა სააკაშვილი დღეს საქართველოს მოქალაქე არ არის, არ ვიცი.

ზურაბიშვილს რომ არ ნდომოდა, რომ სააკაშვილი ციხეში ყოფილიყო, მას აქამდე გაუშვებდა“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ განმიცხადებია - მე არ ვაკეთებ კომენტარებს შეწყალებასთან დაკავშირებით, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი განაცხადა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია