ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში „ჰამასის“ 70-ზე მეტი წევრი დააკავა

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებები გრძელდება.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში „ჰამასის“ 70-ზე მეტი წევრი დააკავეს.

პარალელურად, პალესტინის ჯანდაცვის უწყების განცხადებით, ისრაელის ჯარებმა ღაზას საავადმყოფოების უმეტესობა ძალით დაიკავა და პაციენტებს მკურნალობის გაგრძელების საშუალებას არ აძლევს.

ამასთან, დღეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორის სამხრეთში 4 საათის განმავლობაში ბრძოლა შეწყვიტეს, რათა მოსახლეობას საკვებისა და წყლის მიღების შესაძლებლობა ჰქონოდა. მედია ორივე მხარის ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელი-„ჰამასის“ ომს სულ მცირე 1 200 ისრაელელი და 18 600 პალესტინელი ემსხვერპლა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე