რაჟდენ კუპრაშვილი ატლანტაში ალექსანდრა ბაუმანსა და ურს შანთს შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი, ქალაქ ატლანტაში, შვეიცარიის დელაგაციის ხელმძღვანელს ალექსანდრა ბაუმანსა და უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის (IDWG), კორუფციასთან ბრძოლის საკითხებში ეკონომიკურ საქმეთა ოფიცერს ურს შანთს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა კორუფციასთან ბრძოლის კუთხით არსებული გამოწვევები და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.

„მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე, თამთა კაჭკაჭიშვილი, ანტიკორუფციული ბიუროს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, ბესიკ ვეკუა დაანტიკორუფციული ბიუროს იურისტი, გიორგი ბაღდავაძე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს