რაჟდენ კუპრაშვილი იტალიის კვლევითი ცენტრის  Terrutoria house-ის ექსპერტებს შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი, კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის წევრ სახელმწიფოთა მეათე კონფერენციის (UNCAC COSP) ფარგლებში, იტალიის კვლევითი ცენტრის Terrutoria house-ის ექსპერტებს პაოლო ბერტაჩინისა და საბრინა ვეტოზატოს შეხვდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ექსპერტებმა ბიუროს წარმომადგენლებს თავიანთი საქმიანობა და ძირითადი მიმართულებები გააცნეს. მხარეებმა კორუფციასთან ბრძოლის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

„მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე, თამთა კაჭკაჭიშვილი, ანტიკორუფციული ბიუროს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, ბესიკ ვეკუა და ანტიკორუფციული ბიუროს იურისტი, გიორგი ბაღდავაძე”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა