ისრაელის თავდაცვის მინისტრი - „ჰამასის“ განადგურება მარტივი არაა, დროის გარკვეულ პერიოდს მოითხოვს - რამდენიმე თვეზე მეტხანს გაგრძელდება, მაგრამ გავიმარჯვებთ

„ჰამასის“ წინააღმდეგ ომი “რამდენიმე თვეზე მეტხანს” გაგრძელდება. ამის შესახებ, ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველთან, ჯეიკ სალივანთან საუბარში განაცხადა.

“ჰამასი ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელმაც ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში საკუთარი თავი იმისთვის ააწყო, რომ ისრაელს ებრძოლოს, ააშენეს ინფრასტრუქტურა მიწის ქვეშ და მიწის ზემოთ, მათი განადგურება მარტივი არაა. ეს დროის გარკვეულ პერიოდს მოითხოვს - რამდენიმე თვეზე მეტხანს გაგრძელდება, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ და მათ გავანადგურებთ”, - განაცხადა გალანტმა.

მან მადლობა გადაუხადა სალივანს აშშ-ის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ “შეერთებული შტატები და ისრაელი საერთო ინტერესებს, საერთო ღირებულებებს იზიარებენ”.

„ამ ომში ჩვენ ასევე საერთო მიზნებს ვიზიარებთ”, - აღნიშნა გალანტმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე