ილია დარჩიაშვილი - საქართველო, გილოცავ ამ ისტორიულ დღეს - დღევანდელი გადაწყვეტილება არის საქართველოს მისწრაფებების, მისი მრავალწლიანი ძალისხმევისა და მიღწეული პროგრესის აშკარა აღიარება

დღევანდელი გადაწყვეტილება არის საქართველოს მისწრაფებების, მისი მრავალწლიანი ძალისხმევისა და მიღწეული პროგრესის აშკარა აღიარება! - აღნიშნულით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების მიღებას ეხმაურება.

როგორც დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს ხელისუფლების ნება, რომ საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი რეალობად აქციოს, უცვლელი რჩება.

"საქართველო, გილოცავ ამ ისტორიულ დღეს! ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო! დღევანდელი გადაწყვეტილება არის საქართველოს მისწრაფებების, მისი მრავალწლიანი ძალისხმევისა და მიღწეული პროგრესის აშკარა აღიარება! საქართველოს ხელისუფლების ნება, რომ საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი რეალობად აქციოს, უცვლელი რჩება. ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად, რათა მივიყვანოთ ჩვენი ქვეყანა საბოლოო მიზნამდე - ევროკავშირში გაწევრიანებამდე!", - წერს დარჩიაშვილი X-ის პირად გვერდზე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე