სოზარ სუბარი კანდიდატის სტატუსზე - ეს არის ჩვენი საზოგადოების და ხელისუფლების ერთიანი პოზიციის და დიდი ძალისხმევის შედეგი

ეს არის ჩვენი საზოგადოების და ხელისუფლების ერთიანი პოზიციის და დიდი ძალისხმევის შედეგი , - აღნიშნულით "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

სუბარის თქმით, ეს არის ქართველი ხალხისა და ხელისუფლების ერთიანობის და დიდი ძალისხმევის შედეგი.

"გილოცავთ! ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი!

ეს არის ჩვენი საზოგადოების და ხელისუფლების ერთიანი პოზიციის და დიდი ძალისხმევის შედეგი, რაც ჩვენმა ქვეყანამ სრულიად დამსახურებულად მიიღო.

ევროპულ ოჯახში ინტეგრაციამდე კიდევ დიდი შრომა და ბევრი გამარჯვებაა, რასაც ჩვენს ხალხთან ერთად აუცილებლად მივაღწევთ", - წერს სოზარ სუბარი სოციალურ ქსელში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება