მამუკა მდინარაძე - კანდიდატის სტატუსი ქართველი ხალხის დამსახურებაა, რომელმაც გამოიჩინა უდიდესი სიბრძნე და არ წამოეგო პროვოკაციას - ამ სიბრძნის უკან იდგა ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ქართველმა ხალხმა და მისმა ხელისუფლებამ ამაყად და ღირსებით გავიარეთ

რეალურად, ეს [კანდიდატის სტატუსის მიღება], რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის დამსახურებაა, რომელმაც გამოიჩინა უდიდესი სიბრძნე და არ წამოეგო პროვოკაციას - ამ სიბრძნის უკან იდგა ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ქართველმა ხალხმა და მისმა ხელისუფლებამ ამაყად და ღირსებით გავიარეთ,- ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ევროპელმა პარტნიორებმა შარშანდლისგან განსხვავებით ძალიან სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს.

„რეალურად, ეს, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის დამსახურებაა, რომელმაც გამოიჩინა უდიდესი სიბრძნე, არ წამოეგო პროვოკაციას, არ წამოეგო იმ ცუდ რაღაცებს, რაზეც დღეს დეტალურად საუბარი არ მინდა. ამ სიბრძნის უკან იდგა ყველა გადაწყვეტილება, ყველა ნაბიჯი, რომელიც ქართველმა ხალხმა და მისმა ხელისუფლებამ გავიარეთ ამაყად, ღირსებით და მივაღწიეთ შედეგს, რომელიც ბევრს ვერ წარმოედგინა, ზოგს არ უნდოდა, მაგრამ ამის მიუხედავად, უმრავლესობას ეს კიდეც წარმოედგინა და კიდეც იდგა ამ გადაწყვეტილების უკან, ამ გადაწყვეტილების შემოქმედად ღირსებით და სიამაყით. ამ ყველაფერმა უზრუნველყო ეს ყველაფერი. დიდი მადლობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ შარშანდლისგან განსხვავებით მიიღეს ძალიან სამართლიანი გადაწყვეტილება. დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, რომლებმაც იბრძოლეს, განსაკუთრებით მათ, ვინც იბრძოლა ამ გადაწყვეტილებისთვის“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს