გიორგი ვაშაძე - დღეს თუ ვინმე დამარცხდა, დამარცხდა რუსეთი და რუსული დეზინფორმაციული კამპანია - ეს თქვენი გამარჯვებაა, ქართველი ხალხის გამარჯვება

საქართველომ, რომელსაც ევროკავშირთან არ აქვს სახმელეთო კავშირი, მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი - ეს თქვენი დამსახურებაა, ქართველი ხალხის, - ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, დღეს თუ ვინმე დამარცხდა, დამარცხდა რუსეთი და ამასთან, რუსული დეზინფორმაციული კამპანია.

მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსი არის გარანტია იმისა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას და წინსვლას არასდროს არაფერი დაემუქრება.

„გილოცავთ ყველას! დღეს მართლაც დიდი და ისტორიული დღეა. დღეს არის დღე, როდესაც ევროკავშირმა უპრეცედენტო საგამონაკლისო წესი დაუშვა ჩვენთან მიმართებაში. საქართველომ, რომელსაც ევროკავშირთან არ აქვს სახმელეთო კავშირი, მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ეს თქვენი დამსახურებაა ყველასი, ქართველი ხალხის. იმ არაერთი პროტესტის, წინააღმდეგობის, ბრძოლის დამსახურებაა, რომელიც თქვენ გქონდათ შეკრებების დროს, რომლებსაც წინააღმდეგობა ვერვინ გაუწია.

დღეს თუ ვინმე დამარცხდა, დამარცხდა რუსეთი და ამასთან, რუსული დეზინფორმაციული კამპანია. დამარცხდა უმძიმესი ანტიდასავლური რიტორიკა, რომელიც საქართველოში იყო და დღეს მთელმა ევროპამ, ევროპელმა ლიდერებმა დააფასეს ქართველი ხალხის მისწრაფება ევროპული ოჯახისკენ.

გზა წინ კიდევ დიდი გვაქვს გასავლელი და ამ გზაზე დიდი გამოწვევა გვაქვს. მთავარი გამოწვევა არის ის, რომ დიდი გამარჯვება ვიზეიმოთ მომავალ წელს, რომ დაჩქარებული წესით გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.

საქართველომ გადაგა ისტორიული ნაბიჯი, აღასრულა ჩვენი წინაპრების დიდი სურვილი, რომელსაც ევროკავშირი ჰქვია. ევროკავშირი არის უსაფრთხოება და ეკონომიკური კეთილდღეობა. ეს არის გარანტია იმისა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას და წინსვლას არასდროს არაფერი დაემუქრება. ამიტომ ბევრი გვაქვს კიდევ გასაკეთებელი. წინ კიდევ დიდი გამარჯვებებისკენ! ძალა ერთობაშია! ასეთი ერთიანი ძალისხმევით ყოველთვის უკუვაგდებთ ნებისმიერ მტერს, რომელსაც უნდა რომ გზას აგვაცდინოს. და რაც მთავარია ჩვენ გვერდით დგას მთელი ცივილიზებული სამყარო. თქვენი გამარჯვებაა ეს, ქართველი ხალხის გამარჯვებაა და ამას უპირობოდ აღნიშნავს ყველა ევროპელი ლიდერი“,- განაცხადა ვაშაძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი