შალვა პაპუაშვილი - ჩვენ ევროკავშირის კანდიდატი ერი ვართ - დღეს, საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის დამსახურებულად მიღება ისტორიული მნიშვნელობის წყალგამყოფია

ჩვენ ევროკავშირის კანდიდატი ერი ვართ! დღეს, საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსის დამსახურებულად მიღება ისტორიული მნიშვნელობის წყალგამყოფია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ტვიტერზე“ წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, დამოუკიდებლობის დღიდან, ქართველი ერის ეროვნული ძალისხმევის მთავარი მიზანი საქართველოს ისტორიულ წიაღში დაბრუნებაა.

,,ჩვენ ევროკავშირის კანდიდატი ერი ვართ!

დღეს, საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის დამსახურებულად მიღება ისტორიული მნიშვნელობის წყალგამყოფია.

ჩვენი დამოუკიდებლობის დღიდან, ჩვენი ეროვნული ძალისხმევის მთავარი მიზანი საქართველოს ისტორიულ წიაღში დაბრუნებაა. ჩვენ არაფერი გვაქვს დასამტკიცებელი ჩვენს ევროპასთან მიკუთვნებულობაზე - ჩვენ ვიყავით უძველესი ევროპული ქრისტიანული ერი, ქრისტიანული სამყაროს აღმოსავლური ბასტიონი საუკუნეების განმავლობაში, ერთ-ერთი პირველი სრულად არჩევითი დემოკრატია ევროპაში საუკუნეზე მეტი ხნის წინ და ბოლოს, ჩვენ ვართ ერი, რომელმაც სამ ათეულ წელიწადში შეძლო საბჭოთა ოკუპაციიდან თავის დაღწევა და ევროპის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის დამსახურებულად მოპოვება.

ჩვენ, ქართველი ხალხი, მთლიანობაში, ჩვენი თანხმობითა და წინააღმდეგობებით, ამ ისტორიული დღის ნამდვილი გმირები ვართ. ასევე, ჩვენი საჯარო მოსამსახურეები, პოლიცია და შეიარაღებული ძალები, ვინც დაუღალავად იღწვოდა ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად და ქვეყნის ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად, ამ ისტორიული მიღწევის მთავარი შემოქმედნი არიან. და ეს მიღწევა იყო ქართული ოცნების მთავრობის პოლიტიკური ნების შედეგი, რომელმაც ბოლო ათწლეულში ქვეყანა ჩვენი კონსტიტუციური ამოცანისა და ისტორიული ბედისაკენ წაიყვანა.

გილოცავ, საქართველო! გაუმარჯოს ჩვენს თავისუფლებასა და ევროპასთან ერთიანობას!” - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა