სალომე ზურაბიშვილი - შარლ მიშელმა დამირეკა და მადლობა პირადად გადავუხადე - მისი სახით მთელ ამ პერიოდში გვყავდა დიდი მეგობარი - ვისაც სჯეროდა, არ სჯეროდა, ნაკლებად სჯეროდა, დღეს ყველა გახარებულია

მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს, რადგან ვიცი, რომ დღეს ყველას უხარია, ვისაც სჯეროდა, არ სჯეროდა, ნაკლებად სჯეროდა, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს ყველა გახარებულია, რადგან ყველამ იცის, რომ ევროკავშირი არის საქართველოს მომავალი და ქვეყანამ ამ მომავლისკენ სერიოზული ნაბიჯი გადადგა.

„არ მინდოდა მოლოცვის დროს მარტო ვყოფილიყავი - ადმინისტრაციის ნაწილი, ვინც აქ იყო ამ საღამოს, ჩემთან არიან, რადგან ყველანი ერთად ვიყავით ამ დიდ მოლოდინში. მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს, რადგან ვიცი, რომ დღეს ყველას უხარია, ვისაც სჯეროდა, არ სჯეროდა, ნაკლებად სჯეროდა, მაგრამ დღეს ყველა გახარებულია, რადგან ყველამ იცის, რომ ეს არის ჩვენი მომავალი და ამ მომავლისკენ ჩვენ გადავდგით ძალიან სერიოზული ნაბიჯი.

ამისთვის მინდა მადლობა ვუთხრა, დამირეკა უკვე და პირადად ვუთხარი მადლობა შარლ მიშელს, რომლის დიდი წვლილია დღევანდელ დღეს, რომ ეს ძალიან რთული ვითარება, რაც არსებობდა ევროკავშირში, გადაწყდა. არავინ იცოდა, როგორ გადაწყდებოდა და მათი დიპლომატიური ძალისხმევა იყო ძალიან სერიოზული და არამხოლოდ დღევანდელ დღეს, მთელ ამ პერიოდში გვყავდა მისი სახით დიდი მეგობარი და ამისთვის დიდი მადლობა ვუთხარი პირადად და საჯაროდ მინდა ვუთხრა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე