ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, დავით გურგენიძე  საქართველოს სტატუსის მინიჭებას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, დეპუტატებს, საქართველოს მოქალაქეებსა და ახალგაზრდებს ევროპული საბჭოს მიერ ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას და საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას ულოცავს.

,,საქართველო ღირსებით, მშვიდობითა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებით ბრუნდება იმ ისტორიულად მნიშვნელოვან გარემოში, რომელსაც მრავალი წელი ქმნიდნენ მოაზროვნეები: გორგასალი, კირიონ I, პეტრე იბერი, რუსთაველი, პეტრიწი, სარგის თმოგველი, ჩახრუხაძე, სულხან-საბა ორბელიანი, ანტონ I კათალიკოსი, ნიკო ნიკოლაძე, ვაჟა, ილია, აკაკი... სამწუხაროდ, ბედის უკუღმართობის გამო, საქართველო მრავალი წელი ელოდა ამ მნიშვნელოვან აღიარებას. დღეს ჩვენ გვაქვს ამბიცია, მნიშვნელოვანი სიტყვა ვთქვათ ჩვენი უდიდესი ისტორიის, მეცნიერების, კულტურისა თუ ხელოვნების საერთო ევროპულ საგანძურში შეტანით. 14 დეკემბერი - ეს არის ისტორიული თარიღი, რომელიც გვაძლევს შანსს დავიკავოთ ჩვენი ღირსეული ადგილი თავისუფალ სახელმწიფოთა კავშირში. წინ ევროპისკენ!'', - ნათქვამია მილოცვაში, რომელსაც ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება