შალვა პაპუაშვილი უკრაინის რადას თავმჯდომარესა და მოლდოვის პარლამენტის პრეზიდენტს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის რადას თავმჯდომარეს რუსლან სტეფანჩუკს და მოლდოვის პარლამენტის პრეზიდენტს იგორ გროსუს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ, ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ულოცავს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს მოლაპარაკებების დაწყების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირთან მჭიდრო პარტნიორობის გზაზე.

,,ვულოცავ ჩემს კოლეგებს რუსლან სტეფანჩუკს და იგორ გროსუსუს ევროკომისიის გადაწყვეტილებას უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ევროკავშირთან მჭიდრო პარტნიორობის გზაზე. ძალა ერთობაშია!” - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ ,,X” -ში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება