ვოლოდიმირ ზელენსკი - დავბრუნდი უკრაინაში - იქნება მხარდაჭერის მეტი პაკეტები

დავბრუნდი უკრაინაში, ახლა ლვოვში ვიმყოფები ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით და სხვა რაღაცებით, რაც გააძლიერებს უკრაინის საჰაერო თავდაცვას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელმაც უკრაინელ ხალხს ლვოვიდან მიმართა და უკრაინის მხარდაჭერის ახალ პაკეტებზე ისაუბრა.

„იქნება მხარდაჭერის მეტი პაკეტები. მიღებულია ძლიერი გადაწყვეტილებები: დანია - მილიარდი დოლარის პაკეტი ცის, არტილერიის დასაცავად და ბევრად მეტი რამ. ნორვეგია: 400 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ახალი პაკეტი. ახალ პაკეტს ფინეთიც ამზადებს. ისლანდია ამზადებს გრძელვადიან ფინანსურ მხარდაჭერას - ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას. ახალი პაკეტი შვედეთისგანაც“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა არგენტინაში მისი ვიზიტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანა იწყებს ურთიერთობებს ლათინური ამერიკის მთელ რეგიონთან. ამასთან, ზელენსკიმ ვაშინგტონში მისი ვიზიტიც ახსენა და განაცხადა : „მოველით, რომ კონგრესი მიიღებს აუცილებელ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ