აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - მივესალმებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას - ეს არის ისტორიული მომენტი ევროპისთვის და ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთვის

შეერთებული შტატები მიესალმება ევროპული საბჭოს 14 დეკემბრის გადაწყვეტილებას ევროკავშირის გაფართოების შესახებ, ეს არის ისტორიული მომენტი ევროპისთვის და ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაშია აღნიშნული.

„გადაწყვეტილებები უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ, როგორც კი ის დააკმაყოფილებს აუცილებელ კრიტერიუმებს, აძლევს იმედს და სტიმულს ამ ქვეყნებს და მათ ხალხს, გააგრძელონ საჭირო რეფორმები, რომელიც საჭიროა ევროკავშირთან დაკავშირებულ ამბიციებში წარმატების მისაღწევად. ეს არის ისტორიული მომენტი ევროპისთვის და ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მეთიუ მილერი ხაზს უსვამს, რომ შეერთებული შტატები კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირის გაფართოების პროცესს და მხარს დაუჭერს ევროკავშირის კანდიდატ და პერსპექტიულ კანდიდატ ქვეყნებს იმ მნიშვნელოვან რეფორმებში, რომლებსაც ისინი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ახორციელებენ.

„ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში, ჩვენ მოვუწოდებთ მათ გამოიყენონ შესაძლებლობა, რათა გააცნობიერონ თავიანთი სრული დემოკრატიული და ეკონომიკური პოტენციალი და უზრუნველყონ თავიანთი მომავალი ევროპაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის