თბილისის საკრებულოში დღეს დედაქალაქის მერის ანგარიშს მოისმენენ

თბილისის საკრებულოში დღეს დედაქალაქის მერის ანგარიშს მოისმენენ და მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე იმსჯელებენ.

სხდომის დაწყებამდე ფრაქცია „ლელოს“ თავმჯდომარემ, საბა ბუაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დღევანდელ სხდომაზე მთავარი კითხვები შეეხება დაპირებებს, „ურბანულ გენოციდსა” და სატრანსპორტო საკითხებს.

„ბუნებრივია, რომ ჩვენი მთავარი კითხვები შეეხება იმ კორუფციას და იმ კორუფციიდან გამომდინარე ურბანულ გენოციდს, რომელიც კალაძე და მისი გუნდი ეწევა ჩვენი ქალაქის მასშტაბით. ჩვენი კითხვები შეეხება იმ შეუსრულებელ დაპირებებს, რომელიც მრავლად არის გაცემული, შეეხება სატრანსპორტო საკითხებს, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მწვავე და მტკივნეული თემაა, ვინაიდან ამ სატრანსპორტო ქაოსში გვიწევს ჩვენც გადაადგილება”, - აღნიშნა საბა ბუაძემ.

ამასთან, თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ირაკლი ნადირაძემ აღნიშნა, რომ იმედი აქვს დღეს თბილისის მერისგან ყველა იმ პრობლემაზე დასმულ კითხვას მოისმენს, რომელიც დედაქალაქშია.

„ქალაქში არის ძალიან ბევრი პრობლემა, მიუხედავად ამ საზეიმო განწყობისა, თბილისელები ყოველდღიურად იხრჩობიან და წვალობენ საცობში. არის გადატვირთული ტრანსპორტის პრობლემა, არის ავარიული კორპუსების პრობლემა, პარკირების პრობლემა, ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური სახის პრობლემა და ჩვენ გვექნება ყველა ამ პრობლემაზე საუბარი და იმედია მოვისმენთ დედაქალაქის მერისგან კითხვებზე პასუხებს”,- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე