კახა კალაძე - ისტორიული გადაწყვეტილებით, ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა გვითხრეს, რომ საქართველო ევროპის ნაწილია, რომელიც ღირსეულ ადგილს იმსახურებს დიდ ევროპულ ოჯახში

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე საზოგადოებას ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ულოცავს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა.

კალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც ის წლიურ ანგარიშს წარადგენს, განაცხადა, რომ პარტია „ქართული ოცნების“ დაპირება შესრულებულია და „ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე ასე მტკიცედ არასდროს მდგარა“.

„ვულოცავ სრულიად საქართველოს. ამ ისტორიული გადაწყვეტილებით, ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა გვითხრეს, რომ საქართველო ევროპის ნაწილია, რომელიც ღირსეულ ადგილს იმსახურებს დიდ ევროპულ ოჯახში. საქართველომ ისტორიული არჩევანი საუკუნეების წინ გააკეთა, დღეს, კი გვაქვს შედეგი, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრების, საქართველოს მოსახლეობის, ხელისუფლების საერთო ძალისხმევის შედეგია.

ეს არის იმ რეფორმების დამსახურება, რაც მმართველმა, პოლიტიკურმა გუნდმა გასწია, პარტია „ქართული ოცნების“ დაპირება შესრულებულია, ჩვენი ქვეყანა არასდროს მდგარა ასე მტკიცედ ევროინტეგრაციის გზაზე. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, ვინც ჩართული იყო რეფორმების განხორციელების მნიშვნელოვან პროცესში, მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს პარტნიორს, ვინც რა თქმა უნდა, გულშემატკივრობდა ჩვენს ქვეყანას და მადლობა, ევროპულ საბჭოს გადაწყვეტილებისთვის, ეს არის უმნიშვნელოვანესი ეტაპის დასაწყისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რამაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დააყენოს საქართველო ევროპული მომავლის რელსებზე.

რაც გინდა სწორი მენეჯმენტით მართო ქალაქი, განვითარება და წინსვლა არის იქ, სადაც მშვიდობაა. მშვიდობა ის მთავარი ფუნდამენტია, რასაც ყველა სხვა სიკეთე ეფუძნება. მახსოვს, ზუსტად, ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დარბაზში, რამდენი შეურაცხმყოფელი განცხადება მოვისმინეთ მხოლოდ იმის გამო, რომ საახალწლო სურვილად და სლოგანად ვაქციეთ მშვიდობა. თბილისი არამხოლოდ წელს, ყოველთვის იქნება მშვიდობის ქალაქი, თბილისი თავისი კულტურით, ტრადიციებით, მრავალფეროვნებით, ისტორიულად ევროპული ქალაქია. ახლა კი დროა, ევროპული დედაქალაქების რუკაზეც აისახოს“, - განაცხადა კალაძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი