დავით გაბაიძე - ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში მიზანმიმართულად, შეუპოვრად მიისწრაფოდნენ ევროპისკენ და დღეს, ქართველმა ხალხმა დამსახურებულად გაიმარჯვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ულოცავს და აღნიშნავს, რომ ჩვენმა ქვეყანამ, მშვიდობიანი, თანმიმდევრული პოლიტიკით მოიპოვა დამსახურებული გამარჯვება.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ, ქართველ ხალხთან ერთად, შეძლო აღებული ვალდებულებების შესრულება, რისი დასტურიცაა ევროსაბჭოს გადაწყვეტილება.

„14 დეკემბერი, ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული დღეა - ევროპის საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. ვულოცავ სრულიად საქართველოს, მის თითოეულ მოქალაქეს, ქვეყნის ხელისუფლებას, ამ ისტორიულ გამარჯვებას. ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში მიზანმიმართულად, შეუპოვრად მიისწრაფოდნენ ევროპისკენ და დღეს, ქართველმა ხალხმა დამსახურებულად გაიმარჯვა.

კანდიდატის სტატუსს ვულოცავ საქართველოს ხელისუფლებას, პარტია „ქართულ ოცნებას“, რომელსაც წარმოვადგენ, პრემიერ- მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, მთავრობის წევრებს, ჩემს კოლეგებს საქართველოს პარლამენტში და აპარატის თანამშრომლებს, საჯარო მოხელეებს. მათ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, უდიდესი შრომა გასწიეს მთავარი მიზნის მისაღწევად. ასოცირების ხელშეკრულება, დათქმები, რეკომენდაციები, სხვა შეთანხმებები დაკავშირებული იყო არაერთ რეფორმასთან, საკანონმდებლო ცვლილებებთან, ევროპული კანონმდებლობის იმპლემენტაციასთან და სხვა მნიშვნელოვან პროცესებთან. ჩვენმა ხელისუფლებამ, ქართველ ხალხთან ერთად, შეძლო აღებული ვალდებულებების შესრულება, რისი დასტურიცაა ევროსაბჭოს გადაწყვეტილება.

მინდა მივულოცო და მადლობა გადავუხადო, ჩვენს წარმომადგენლობებს ევროკავშირის ქვეყნებში, ევროკავშირში საქართველოს საელჩოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ევროპელ პარტნიორებსა და მხარდამჭერებს, რომლებსაც, მსოფლიოში მიმდინარე რთული პოლიტიკური ვითარების ფონზე, უწევდათ მედიატორის როლის შესრულება, რასაც, ცხადია, წარმატებით გაართვეს თავი“, - აღნიშნა გაბაიძემ.

დავით გაბაიძის განცხადებით, ჩვენი ქვეყანა, თანმიმდევრული, მშვიდობიანი პოლიტიკით, ნაბი-ნაბიჯ მიიწევდა წინ, ევროინტეგრაციის გზაზე, ღირსეულად მიიღო კანდიდატის სტატუსი და გადავიდა ახალ, კიდევ უფრო მნიშვნელოვან ეტაპზე.

მისივე თქმით, სრულ წევრობამდე დიდი სამუშაოა შესასრულებელი, მაგრამ ქართველ ხალხთან ერთად, ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მოპოვება, საჭირო რეფორმების გატარება რეალობაა.

„კიდევ ერთხელ ვულოცავ სრულიად საქართველოს და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნავს დავით გაბაიძე განცხადებაში, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია