თბილისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც 2024 წლის ბიუჯეტს განიხილავენ, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც 2024 წლის ბიუჯეტს განიხილავენ, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

უფრო კონკრეტულად, შელაპარაკება მოჰყვა საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ირაკლი ნადირაძის გამოსვლას, რა დროსაც მან თბილისში არსებულ საცობებზე ისაუბრა და დედაქალაქის მერს ჰკითხა, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა.

მას გამოსვლა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ ორჯერ შეაწყვეტინა და მიუთითა, რომ შეფასების გაკეთების ნაცვლად, მხოლოდ კითხვა დასვას, რის შემდეგაც ნადირაძემ სხდომათა დარბაზი დატოვა.

„ყველას გილოცავთ კანდიდატის სტატუსს, მადლობა, უპირველესად, ჩვენს მოქალაქეებს, რომ ბოლომდე დაიცვეს ჩვენი ევროპული მომავალი, მადლობა ევროპელ პარტნიორებს, რომ კანდიდატის სტატუსი თავისთვის არ დაიტოვეს, ბატონო კახი [კალაძე] და ჩვენ მოგვცეს.

რაც შეეხება კითხვას, ბატონო კახი, კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ეს მხოლოდ დასაწყისია და წინ კიდევ უფრო სწრაფად უნდა წავიდეთ დასავლეთისკენ, კიდევ უფრო სწრაფად უნდა წავიდეთ ევროპისკენ. მოქალაქეებს უნდათ, რომ სწრაფად წავიდნენ, მაგრამ ქალაქის გასასვლელში საცობში იჭედებიან. ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ ჩვენს მოქალაქეებს არ ეცინებათ, როდესაც საათობით დგანან კახი კალაძის საცობებში. მაინტერესებს, როგორ მოახერხეთ, უკვე მეორე ვადით ხართ თბილისის მერი, 2 მლრდ-ია დახარჯული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის და მდგომარეობა წლიდან წლამდე გაუმჯობესების ნაცვლად კიდევ უფრო მძიმდება?“,- განაცხადა ნადირაძემ, რის შემდეგაც სხდომის თავმჯდომარემ მას საუბარი შეაწყვეტინა და უთხრა, რომ შეფასების გაკეთების შესაძლებლობა მოგვიანებით ექნებოდა და ჯერ კითხვა უნდა დაესვა.

აღნიშნულის შემდეგ ნადირაძემ კითხვის დასმა განაგრძო და თქვა, რომ მთავრობის წარმომადგენლებს საცობებზე საუბარი არ მოსწონთ.

„საცობების პრობლემას ვერ უმკლავდებით და უბრალოდ თავი დავანებოთ? რადგან გამოსავალი ვერც თქვენი ანგარიშიდან და ვერც მომავალი წლის ბიუჯეტიდან ვერ დავინახეთ. შეთავაზებაა, რომ გადავსხდეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში - ავტობუსში ახვალ, ჭყლეტაა; მეტროში ჭყლეტაა; მიკროავტობუსშიც ჭყლეტაა, თუ საერთოდ ახვედი. რა ეშველება საზოგადოებრივ ტრანსპორტს?“,- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ, რა დროსაც მას გიორგი ტყემალაძემ მიკროფონი გაუთიშა, რის შემდეგაც ნადირაძემ დარბაზი დატოვა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი