ოთარ შამუგია - საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა - ჩვენი ქვეყანა აგრძელებს წინსვლას, ეს არის შეუქცევადი პროცესი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისთვის

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთხმად აღიარეს საქართველოს პროგრესი, მადლობას ვუხდი ყველას - ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისთვის,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა, რითაც ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიღების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთხმად აღიარეს საქართველოს პროგრესი. მადლობას ვუხდი ყველას - ქართველ ხალხს, საქართველოს სახელისუფლებო გუნდს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. განსაკუთრებული მადლობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, რომლებსაც საკუთარი ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელიც აუცილებელი პირობა იყო დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად.

ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული 27 გარემოსდაცვითი დირექტივიდან/რეგულაციიდან, საკანონმდებლო დაახლოება უკვე განხორციელებულია 20 სამართლებრივ აქტთან, ხოლო შვიდ სამართლებრივ აქტთან დაახლოების მიზნით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის 200 სამართლებრივი აქტიდან უკვე დაახლოებულია 130-ამდე ნორმატიულ აქტთან.

ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისთვის“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე