არჩილ თალაკვაძე - ჩვენი წინაპრების და ჩვენი შვილების ოცნებაც არის, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო და ამას აუცილებლად შევძლებთ - მზად ვართ, მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა

ჩვენი წინაპრების და ჩვენი შვილების ოცნებაც არის, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო. ამას აუცილებლად შევძლებთ - მზად ვართ, მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო დღეს არის უფრო თავისუფალი, დემოკრატიული, პროევროპული ქვეყანა.

“ეს [სტატუსის მიღება] შეუძლებელი იქნებოდა რომ არა რეფორმები, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გავატარეთ, შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ხალხის მხარდაჭერა იმ პოლიტიკის მიმართ, რომელსაც ამ წლების განმავლობაში ჩვენი ხელისუფლება ატარებს. საქართველო დღეს არის უფრო თავისუფალი, დემოკრატიული, პროევროპული ქვეყანა. ჩვენ მზად გვაქვს სამომავლო გეგმა, რომლის განხორციელებასაც ჩვენ დავიწყებთ და ამით შესაძლებელი იქნება, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. კანდიდატის სტატუსის მიღებით ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯით დავუახლოვდით დიდი ქართული ოცნების შესრულებას. ჩვენი წინაპრების და ჩვენი შვილების ოცნებაც არის, რომ საქართველო იყოს ევროპული ოჯახის წევრი და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო. ამას აუცილებლად შევძლებთ,” - განაცხადა თალაკვაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე