პარლამენტმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 83 ხმით მიიღეს.

პლენარულ სხდომაზე საბიუჯეტო პროექტის საბოლოო ვარიანტი ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა 13 დეკემბერს წარადგინა.

2024 წლისთვის ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5.2%-ის ოდენობით; დეფლატორის მაჩვენებელია 3% როგორც 2024 წელს, ასევე მომდევნო წლების განმავლობაში. ინფლაციის საშუალო მაჩვენებელია 2.8%; ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი არის 86 მლრდ ლარი, რაც წინა წელთან შედარებით გაზრდილია. ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტია - 2.5%; ვალის მაჩვენებელი კი მშპ-ს - 38.0%-ია.

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოსავლები ნაერთ ბიუჯეტში ჯამში 110 მილიონი ლარით იზრდება, სახელმწიფო ბიუჯეტში ზრდა კი 106.6 მილიონი ლარია.

საქართველოს 2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 28 357 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება, საიდანაც 22 053 მლნ ლარი საგადასახადო შემოსავლებია. ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 28 706 მლნ ლარს შეადგენს.

რაც შეეხება 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამურ მაჩვენებელს, ის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 2 398.5 მლნ ლარით და 24 569.5 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება.

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები მის წინა ვარიანტთან შედარებით 166.6 მლნ ლარითაა გაზრდილია.

სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა კი 25 030.4 მლნ ლარს შეადგენს, რაც 2023 წლის გეგმასთან შედარებით გაზრდილია 2 719.1 მლნ ლარით, ხოლო ბიუჯეტის პროექტის მეორე ვარიანტთან შედარებით - 165 მლნ ლარით.

აღნიშნული დამატებითი თანხიდან 10 მლნ ლარი მთავრობის სარეზერვო ფონდს ემატება და იგი 90 მლნ ლარი ხდება. 6 მლნ ლარი ემატება დონორების მიერ დაფინანსებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებს (თბილისის ავტობუსების პროექტი); 450 ათასი ლარით იზრდება საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე საოპერაციო ხარჯებისა და სხვა ვალდებულებების თანადაფინანსება.

29.2 მლნ ლარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ემატება, საიდანაც - 15.0 მლნ ლარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობის პროგრამას ემატება; 14.2 მლნ ლარი - მოსახლეობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის პროგრამას (გადმოტანილია მიზნობრივი ტრანსფერებიდან); 3 მლნ ლარი ემატება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების მართვას.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 130 მილიონი ლარით იზრდება - ფონდის მოცულობა ჯამში 580 მილიონი ლარი იქნება.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტის ჯამური თანხის 30% - 8,6 მილიარდ ლარზე მეტი, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაზე მიიმართება.

"ამასთან, 3,6 მილიარდი ლარი, ანუ რესურსის 13% განისაზღვრა განათლებისა და მეცნიერების პროგრამების დაფინანსებაზე; რესურსის 10% - 2,9 მილიარდი ლარი - თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დასაფინანსებლად; ამავე მოცულობის თანხა სახელმწიფო ვალების მომსახურებასა და დაფარვას ხმარდება; გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე გამოყოფილია 1,2 მილიარდი ლარი, ხოლო კულტურისა და სპორტის დაფინანსებაზე - 940 მილიონი ლარი. ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე, ჯამურად, გათვალისწინებულია 7 მილიარდ ლარზე მეტი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის წარდგენისას.

მისივე თქმით, 2023 წლის ბოლოსთვის, მშპ ერთ სულ მოსახლეზე 8000 დოლარს გადააჭარბებს, ხოლო 2027 წლისათვის, 5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის პირობებში, თითქმის 11 ათას დოლარს მიაღწევს.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, პარლამენტთან ერთობლივი მუშაობით, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში აისახა ის მაჩვენებლები და პროგრამები, რომლებიც სრულყოფილად პასუხობენ ქვეყნის ძირითად ამოცანებს.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა