ანა დოლიძე - რეფორმა, რეფორმა და რეფორმა! ახლა მთავარია კანდიდატის სტატუსის მიღება ყველამ ერთად მივიყვანოთ საბოლოო შედეგამდე

პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას მთელ საქართველოს ულოცავს.

პარტიის ლიდერი ანა დოლიძე აცხადებს, რომ ეს პირველ რიგში არის უკრაინისა და მისი მებრძოლების დამსახურება, ასევე საქართველოს თითოეული მოქალაქის გამარჯვება, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები საქართველოს მოქალაქეების სურვილს დაინახავდნენ და გაითვალისწინებდნენ. ეს ნამდვილად მისალოცი ამბავია თითოეული მოქალაქისთვის, რადგან კანდიდატის სტატუსის მონიჭება სწორედ მათი დამსახურებაა. მთელმა დასავლეთმა არაერთხელ დაინახა ქართველი ხალხის ნება - ვიყოთ ევროკავშირის ნაწილი, ეს ჩვენმა მოქალაქეებმა საპროტესტო აქციებით აჩვენეს და ასევე ურყევად გამოხატეს ნება არაერთ საერთაშორისო კვლევაში.

ზეიმის პარალელურად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს პროცესი „ქართული ოცნების“ უმოქმედობის შედეგად ერთი წლით დაგვიანდა, ანუ ჩამოვრჩებით უკრაინას და მოლდოვას, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლის წინ რეფორმების კუთხით მათზე წინ ვიყავით.

ახლა მთავარია გატარდეს ყველა შესაბამისი რეფორმა ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. სხვა შემთხვევაში, კანდიდატის სტატუსის მონიჭება იქნება როგორც მანქანის გასაღების მოცემა მანქანის გარეშე. ეს მანქანაა სწორედ ის რეფორმები, რისი გატარებაც პროცესის საბოლოო გამარჯვებით დასრულებისთვის გვჭირდება“, - აცხადებს ანა დოლიძე.

კახა გოგოლაშვილი - თუ საქართველოს მოსახლეობა შეეგუება აზრს და დაიჯერებს, რომ ჩვენ ევროკავშირში არაფერი გვესაქმება, მაშინ ევროკავშირიც შეცვლის თავის პოლიტიკას საქართველოს მიმართ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს
„გალფის“ ქსელში ჩამსხმელი ოპერატორის სრულ სერვისს, QR თვითმომსახურების სერვისიც დაემატა
Solo-სა და Hyundai-ის ერთობლივი შეთავაზება - შეიძინეთ სასურველი ჰიუნდაი „საქართველოს ბანკის“ 0%-იანი ავტოგანვადებით