ბათუ ქუთელია - თუ საქართველო ეკონომიკურად დარჩება რუსულ ორბიტაზე, კანდიდატის სტატუსი ჰაერში იქნება გამოკიდებული - ძალიან ბევრ ინსტრუმენტზე გაგვეხსნა წვდომა და როგორ გამოვიყენებთ, დამოკიდებულია, ვინ იქნება ხელისუფლებაში

თუ საქართველო ეკონომიკურად დარჩება რუსულ ორბიტაზე, კანდიდატის სტატუსი ჰაერში იქნება გამოკიდებული, არაფრის მომცემი - ძალიან ბევრ ინსტრუმენტზე გაგვეხსნა წვდომა იმისთვის, რომ გამოვიყენოთ. აი, როგორ გამოვიყენებთ, ეს უკვე დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში, რამდენად მაღალი ლეგიტიმაცია ექნება, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენელმა, ბათუ ქუთელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც ყველანაირი პრობლემისა - „დაწყებული ეკონომიკური სიდუხჭირისა, ხელისუფლების მხრიდან მძიმე რეპრესიისა, დაშინებისა, ქუჩაში გამოდიოდა და იცავდა იმ ფასეულობებს, რაზეც ევროკავშირი დგას“.

„მართლაც მნიშვნელოვანი ეტაპზე გადავიდა ჩვენი ქვეყანა, დემოკრატიულ სახელმწიფოს აშენების კუთხით. მიზეზი, რატომაც ჩვენ ყველას გვიხარია, ეს არის ის, რომ ერთი ნაბიჯით წინ წავიწიეთ იმისკენ, რომ საქართველოს შეუქცევად წავიდეს დემოკრატიზაციის მიმართულებით და გახდეს ამ თავისუფალი სამყაროს ნაწილი. ეს არის მიზეზი, რატომაც ჩვენ გვიხარია. შეიძლება ახლა გარკვეულ პოლიტიკურ სპექტრში, განსაკუთრებით ხელისუფლების წარმომადგენლებს სხვადასხვა რამის გამო უხარიათ, შეიძლება ერთ-ერთ არგუმენტად ჩათვალო, რომ მათ საკუთარი ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის უხარიათ, მაგრამ იდეაში სტრატეგიული განზომილებისთვის, ეს არაფერი არ არის. სტრატეგიულ განზომილებაში ეს ნიშნავს, რომ ისტორიული ამოცანა, რომელიც ძალიან ბევრი თაობა ჩვენი მოქალაქეების შეეწირა, სიცოცხლე გაწირეს, ძალიან ბევრი ადამიანის ძალისხმევა, რომელიც აკუმულირებული იყო სხვადასხვა ფორმით, მივიდა ერთ კონკრეტულ წერტილამდე, რომ გადავლახეთ ბარიერი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, თუ უკვე შემდგომ ნაბიჯებსაც გადავდგამთ, შეუქცევადად მივიღოთ ეკონომიკური განვითარება, კეთილდღეობა, დემოკრატია, თავისუფალი სამყარო და უსაფრთხოება.

პრაქტიკაში, ერთი არის რას გავაკეთებთ, გამოვიყენებთ და მეორე, რა არ უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს არ გავაფუჭოთ. პირველი, რა უნდა გავაკეთოთ და გამოვიყენოთ, ეს არის ის მექანიზმები, რომელსაც ევროკავშირი იძლევა - ინსტიტუციური აღმშენებლობა, ეს 9 წინაპირობა, რაც მოგვცეს, ეს უბრალოდ 9 პუნქტი არ არის, თავისი შინაარსით ნიშნავს სწორი სახელმწიფოს აწყობას, დაწყებული სასამართლოთი, დამოუკიდებელი ინსტიტუციებით, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის თანხვედრას ევროკავშირთან. ეს ნიშნავს უფრო ღრმა პარტნიორობას და პლუს ამას, კონკრეტულ საკითხებში რომ გადავიტანოთ, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ეძლევა შანსი გამოიყენოს მაქსიმალურად ის ინსტრუმენტები, რომელიც ჩვენს ინტეგრაციას ხელს შეუწყობს. პირველ რიგში, ეკონომიკურს იმიტომ, რომ ეს არის, ის დიდი და მძიმე პრობლემა, რასაც დღეს ჩვენი თანამოქალაქეებია აწყდებიან - ეს ეკონომიკური სიდუხჭირე და აქედან ამოსვლისთვის შეიძლება დიდი ნაბიჯები გადავდგათ, ამას სჭირდება სტრატეგიული ინვესტიციები, ისეთ სფეროებში, როგორიც არის ლოჯისტიკა, პორტები, რკინიგზა, ტელეკომუნიკაციები და ასევე, ეს არის ბერკეტი იმისთვის, რომ ამ სფეროში რუსული გავლენა შევამციროთ. თუ საქართველო ეკონომიკურად დარჩება რუსულ ორბიტაზე, კანდიდატის სტატუსი ჰაერში იქნება გამოკიდებული, არაფრის მომცემი. ძალიან ბევრ ინსტრუმენტზე გაგვეხსნა წვდომა იმისთვის, რომ გამოვიყენოთ. აი, როგორ გამოვიყენებთ, ეს უკვე დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში, რამდენად მაღალი ლეგიტიმაცია ექნება.

არცერთი პოზიცია, რასაც „ქართული ოცნება“ აფიქსირებს, არ არის ჩემთვის გასაზიარებელი, იმიტომ, რომ ეს არ არის კეთილსინდისიერ მოტივებზე დაფუძნებული. მე შემიძლია ვთქვა, ვისი დამსახურებაა და ვინ იბრძოლა იმისთვის, რომ ჩვენ ეს სტატუსი მიგვეღო, საქართველოში ეს დამსახურება აქვთ იმ ჩვენს თანამოქალაქეების, რომლებიც მიუხედავად ყველანაირი პრობლემისა - დაწყებული ეკონომიკური სიდუხჭირისა, ხელისუფლების მხრიდან მძიმე რეპრესიისა, დაშინებისა ქუჩაში გამოდიოდა და იცავდა იმ ფასეულობებს, რაზეც ევროკავშირი დგას“, - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი