მამუკა მდინარაძე - სალომე ზურაბიშვილი გამომსვლელთა სიაში არაა გათვალისწინებული, ტაეკვანდოს მეთოდებით თუ ეცდება სცენაზე შერბენას და რაღაცებს, არ ვიცი

სალომე ზურაბიშვილი გამომსვლელთა სიაში არაა გათვალისწინებული, ტაეკვანდოს მეთოდებით თუ ეცდება სცენაზე შერბენას და რაღაცებს, არ ვიცი, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მიეცემა თუ არა პრეზიდენტს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ტრიბუნიდან მიმართვის საშუალება.

მისივე თქმით, ზურაბიშვილს ლეგიტიმაცია არ აქვს, რომ სცენაზე იყოს.

მდინარაძის განცხადებით, ადამიანი, რომელიც ამბობდა და ამბობს, რომ მისი ქვეყანა არც ერთ დროში არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, არ იმსახურებს, რომ პრეზიდენტად იყოს წოდებული.

„პრეზიდენტად წოდებულმა ადამიანმა იკადრა და თავის ქვეყანაზე თქვა, რომ ის არც შარშან იმსახურებდა და არც წელს იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ახლა ის ადამიანი, რომელსაც ამას საკუთარ სამშობლოზე ამბობდა, მოდის და ცდილობს მოაჩვენოს საზოგადოებას, რომ მას ეზეიმება. ამბავში უნდა უბრალოდ რომ აერიოს. ლეგიტიმაცია არ აქვს ამ ადამიანს, რომ იქ იყოს. მას პრეზიდენტის ლეგიტიმაცია არ აქვს. იმპიჩმენტი ჩვენ მას შემთხვევით არ გამოვუცხადეთ. ის გამომსვლელად არ არის გათვალისწინებული, ტაეკვანდოს მეთოდებით თუ ეცდება სცენაზე შერბენას და რაღაცებს ეს არ ვიცი,“ - განაცხადა მდინარაძემ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია