ირაკლი კობახიძე - ოპოზიციასაც შეეძლო მოეტანა ევროკავშირის დროშები, მაგრამ არ გააკეთეს, რადგან ცხვირ-პირი ჩამოსტიროდათ - ვურჩევ, არ ჩამოყარონ ყურები, თუ არ უმართლებთ პოლიტიკაში, შეიძლება სხვა საქმეში გაუმართლოთ

ოპოზიციას შეეძლო გაეკეთებინა იგივე და შეეძლოთ მოეტანათ დროშები, თუმცა ეს არ გააკეთეს. რატომ? - იმიტომ, რომ მათ ჩამოსტიროდათ ცხვირ-პირი დღეს, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროკავშირის დროშები მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მაგიდებზე იყო განთავსებული.

მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობის და ფრაქციის ეკუთვნის, მსგავსი ოპოზიციას შეეძლო გაეკეთებინა.

„ეს გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობამ, ჩვენმა ფრაქციამ და საპარლამენტო უმრავლესობამ. ეს ჩვენი პოლიტიკური აქტი იყო. ოპოზიციას შეეძლო გაეკეთებინა იგივე, შეეძლოთ მოეტანათ დროშები, თუმცა ეს არ გააკეთეს. რატომ? - იმიტომ, რომ მათ ჩამოსტიროდათ ცხვირ-პირი დღეს. ზოგადად მე ვურჩევ ოპოზიციას, რომ არ ჩამოყარონ ყურები, თუ არ უმართლებთ პოლიტიკაში, შეიძლება სხვა საქმეში გაუმართლოთ“, - აღნიშნა კობახიძემ.

ცნობისთვის, „ლელოს“ დეპუტატის სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროკავშირის დროშები მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მაგიდებზე განათავსეს.

სამადაშვილი აღნიშნულის შესახებ საკუთარ „ფეისბუქზე“ წერს და ფაქტის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს